2010-12-10

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის ბატონ ზაზა ჭელიძეს შეხვედრა თსუ-ში

პარასკევს, 10 დეკემბერს, 17:00 საათზე,
თსუ მაღლივი კორპუსის №206 აუდიტორიაში


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ზაზა ჭელიძე შეხვდება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს.

საუბარი შეეხება საქსტატის სისტემაში სტუდენტების სასწავლო პრაქტიკის, სტაჟირებისა და შესაძლო დასაქმების საკითხებს.

ამ მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) შორის გაფორმდება მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ.


დეკანატი

« იხ. ყველა ანონსი