2015-07-02

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პრორექტორის ნენსი მარლინის საჯარო ლექცია თსუ-ში

2 ივლისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პრორექტორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნენსი მარლინი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „საკვების არჩევანის ზეგავლენა კლიმატის ცვლილებაზე“.

საჯარო ლექციას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი მერაბ ელიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი კენ ვოლში, პროფესორები და სტუდენტები დასწრებიან.

დოქტორი ნენსი მარლინი ისაუბრებს გლობალური დათბობის საკითხებზე და როგორ შეუძლიათ ცალკეულ ადამიანებს, საკუთარი საკვების არჩევანით შეამცირონ კლიმატის ცვლილება.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, 2015 წლიდან სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.

პროექტის ფარგლებში მოხდება პარტნიორი უნივერსიტეტების (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ლაბორატორიების და სხვა ინფრასტრუქტურის გარემონტება და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა. აღნიშნული სასწავლო პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი