2017-04-20

„ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“

20 აპრილს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) რეგიონული კვირეული, რომელზეც ევროპული კვლევების საბჭოს 10 წლის იუბილე აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებებას „ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“ დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ევროპული კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ევა კონდოროსი, მოწვეული ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ქართველი მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრებიდან (პროფ. გია დვალი, პროფ. ზაალ კოკაია), ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები, სხვა მოწვეული სტუმრები. 

ERC-ის კვირეული მიზნად ისახავს: საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მონაწილეობის გაზრდას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ ადმინისტრირებულ კონკურსებში; დაფინანსების შესაძლებლობებისა და გამოწვევების ერთობლივი ანალიზისთვის ERC-ის ოფიციალურ პირებს, ევროპული კვლევების საბჭოს გრანტიორებს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების გამოჩენილ მეცნიერებსა და რეგიონის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს შორის დიალოგის ხელშეწყობას, გამოცდილების გაზიარებას; ინტერაქციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) წარმომადგენლებთან. ღონისძიება დაეხმარება მონაწილე ქვეყნებს გააძლიერონ მეცნიერების ინსტიტუციური მხარდაჭერა  და წაახალისონ მათი აქტიური მონაწილეობა ევროპული კვლევითი საბჭოს საგრანტო კონკურსებში. ღონისძიებაზე შეჯამდება ევროპული კვლევების საბჭოს საქმიანობა და განიხილება ERC-ის პროგრამებში აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) რეგიონის მეცნიერთა მონაწილეობის გაფართოებისა და დაფინანსების შესაძლებლობები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროპული კვლევების საბჭო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიю

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი