2017-10-13
III საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-ოსური ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა“
13 ოქტომბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები:„ქართულ-ოსური ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა“ გაიხსნება. კონფერენცია ეძღვნება აკადემიკოს გიორგი ახვლედიანსა და აკადემიკოს ვასილ აბაევს. კონფრენციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.
კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროს წარმომადგენლები იტალიიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიიდან, ყაზახეთიდან და სხვ. კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.
კონფერენციის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება გამოფენები: „ქართულ-ოსური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების ქრონიკები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში" (თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის დარბაზი) და „აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი - ოსური ენის მკვლევარი“ (თსუ პირველი კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი).
კონფერენცია 15 ოქტომბერს დასრულდება.
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი