2013-07-17
„გენდერული თანასწორობის საკითხები საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას“
17 ივლისს, 12 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება კვლევის ანგარიში და შედეგების პრეზენტაცია თემაზე
„გენდერული თანასწორობის საკითხები საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას“. კვლევა ჩატარდა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში -
„მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“.
კვლევის ანგარიში, რომელიც „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ გამოიცა, საბაზისო საფეხურის საზოგადოებრივ მეცნიერებებათა სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერულ ანალიზს წარმოადგენს. იგი ეყრდნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2012 წელს გრიფირებულ და გამოცემულ სახელმძღვანელოებს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების დარგში.
მოხსენებებს წარმოადგენენ ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისში საქართველოს პროგრამის მენეჯერი ნინო გოგოლაძე, ასევე „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ პროგრამების მენეჯერი ნათია გორგაძე. სიტყვით გამოვლენ კვლევის ავტორები: ირმა ხომერიკი, მანანა ჯავახიშვილი, თამარ აბრამიშვილი. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები განათლებისა და გენდერის დარგში.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი