2019-05-10

საერთაშორსო კონფერენცია “ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები”

10 მაისს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიხსნება საერთაშორსო სამეცნიერო კონფერენცია “ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები”. კონფერენცია ეხება ქართულ მეცნიერების დარგებს ღვინისა და ვაზის შესახებ. მასზე წარმოდგენლი იქნება საქართველოსა და უცხოთში განხორციელებული საერთაშორისო კვლევების შედეგები, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, თანამედროვე ტექნოლოგიურ-აგრობიომრავალფეროვნების და ეკონომიკურ-პოლიტიკური მიმართულებით  მევენახეობასა და მეღვინეობაში. კონფერენციაზე მოწვეული არიან მომხსენებლები არიან საქართველოს, ევროპისა და კანადის  მეღვინოებისა და მევენახეობის დარგში წამყვანი უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან. 

დაგეგმილი ღონისძიება ხელს შეუწყობს მეღვინეობა-მევენახეობის დარგში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა და სპეციალისტთა, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ამ დარგის შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ეროვნული ფონდის მიერ საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საკონფერენციო გრანტების ფარგლებში.

 
მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზირი №1. თსუ  I კორპ, სააქტო დარბაზი .
« იხ. ყველა ანონსი