2015-02-09
„ქართული უნივერსიტეტის გახსნა: პირველი ლექცია საფრანგეთის შესახებ“
9 თებერვალს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მალხაზ მაცაბერიძის წიგნის
„ქართული უნივერსიტეტის გახსნა: პირველი ლექცია საფრანგეთის შესახებ“ პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი ეძღვნება ელისაბედ ორბელიანის მიერ 1918 წელს ახლადგახსნილ უნივერსიტეტში წაკითხულ ერთ-ერთ პირველ ლექციას, რომელიც საფრანგეთსა და ფრანგულ ენას მიეძღვნა. ლექცია ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ 1918 წლის 2 აპრილის ნომერში დაიბეჭდა. ჟურნალში გამოქვეყნებული ორგვერდიანი ტექსტი ორი ნაწილისგან შედგება. ძირითად ნაწილს აქვს ქვესათაური „ფრანგული ენის ისტორიის მოკლე მიმოხილვა“, მას წინ უძღვის მოკლე ტქსტი , რომელშიც საუბარია, უნივერსიტეტის გახსნაზე, ევროპასთან და განსაკუთრებით საფრანგეთთან სამეცნიერო კავშირების მნიშვნელობაზე.
უნივერსიტეტში წაკითხული პირველი ლექციებიდან ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა მხოლოდ ორი ლექციის მოკლე შინაარსი. ეს იყო ივანე ჯავახიშვილის ლექცია და უნივერსიტეტის ფრანგული ენის ლექტორად მოწვეული ელისაბედ ორბელიანის ლექცია.
1918 წელს ახალგახსნილ ქართული უნივერსიტეტის ლექტორთა შორის მხოლოდ ორი ქალბატონი იყო - ინგლისურ ენაში ვანდა ღამბაშიძე და ფრანგულ ენაში-ელისაბედ ორბელიანი.
ელისაბედ ორბელიანის მიერ წაკითხული პირველი ლექცია ერთ-ერთი ღისშესანიშნავი ფურცელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის მცირე სამკითხველო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი