2014-12-12

„ქართული წყაროთმცოდნეობის“ XV-XVI ნომრების გაერთიანებული ტომის პრეზენტაცია

12 დეკემბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XV-XVI ნომრების გაერთიანებული ტომის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ისტორიული მეცნიერების ისტორიის შემსწავლელი წრე“.

„ქართული წყაროთმცოდნეობის“ ახალი გამოცემა შედგება რამდენიმე განყოფილებისაგან: 1. წყაროთა კრიტიკა და ისტორიული რეპრეზენტაცია. მასში წარმოდგენილია ოცდაშვიდი კვლევითი ხასიათის ნაშრომი. სტატიებს შორისაა წყაროთმცოდნეობითი, ისტორიული, ისტორიოგრაფიული პროფილის გამოკვლევები და წყაროთა პუბლიკაცია;  2. თვალსაზრისი. აქ წარმოდგენილია წერილი სამეცნიერო ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა რეფერირებადი ჟურნალი; 3. წიგნების მიმოხილვა; 4. ქრონიკა. ეს სტატიები მოიცავს სამეცნიერო ღონისძიებების გარკვეული ნაწილის მიმოხილვას; 5. ხსოვნა. ესაა ჟურნალის ემოციურად ყველაზე დამუხტული ნაწილი, თუმცა იგი ამავე დროს ძალიან ინფორმაციულიცაა და ქართული ისტორიული მეცნიერების ისტორიას წარმოადგენს თავისებური რაკურსით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი,  212-ე აუდიტორია                        

« იხ. ყველა ანონსი