2013-09-26

ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნის საღამო თსუ-ში

26 სექტემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული შემეცნებითი კლუბი აწყობს ქართველი მუსიკოსის ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნის საღამოს „ალბათ ისევ დავბრუნდები, წამოვყვები ქაღალდის ნავს“.  ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქეთათო, რობი კუხიანიძე, ზაზა შენგელია, აჩიკო გულედანი და სხვები. ღონისძიების ბოლოს ჩატარდება  ვიქტორინა და  გაიმართება ირაკლი ჩარკვიანის წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ პირველი კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი