2019-10-23
საუბრები „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული რომანის შესახებ
23 ოქტომბერს, 17:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ინიციატივით გაიმართება „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ვერსიის განხილვა. ეს გახლავთ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მხატვარ დავით მაჭავარიანისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი პროექტი. დამსწრე საზოგადოებას შეხვდებიან ავტორი დავით მაჭავარიანი და მწერალი სალომე ბენიძე, რომელმაც იმუშავა ტექსტის ადაპტირებაზე. ასევე გაიმართება წიგნის გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშებს. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება უშუალოდ რუსთველისეულ სიტყვიერ სამყაროში იმოგზაურონ.
დასწრება თავისუფალია.
მ
ისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.