2011-12-27
პროექტის “ინტელექტუალური საკუთრება“ საზეიმო დახურვა
27 დეკემბერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროექტის „ინტელექტუალური საკუთრება“ საზეიმო დახურვა გაიმართება. დასახელდება გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებიც თბილისის საქალაქო სასამართლოში სტაჟირებას გაივლიან.
იმიტირებული სასამართლო პროცესები ინტელექტუალურ სამართალში “ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს“ პროექტს წარმოადგენს.
პროექტის პირველი გამოშვება 2009 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს პარტნიორობით განხორციელდა. პროექტი 2 ეტაპად ჩატარდა. კერძოდ, პირველი ეტაპი – ტრენინგები აგვისტოში ხოლო 8 იმიტირებული პროცესი საქალაქო სასამართლოში – ნოემბრის თვეში გაიმართა.
2011 წლის 18 ოქტომბერს ოფიციალურად გამოცხადდა პროექტის მეორე სეზონი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლოთ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს სხვადასხვა რეგიონებიდან. ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად სულ 8 გუნდი შეარჩიეს თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. გუნდებს იმიტირებულ პროცესებამდე ტრენინგები ჩაუტარდათ.
10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პირველი იმიტირებული პროცესი 8 გუნდისთვის. კომპეტენტურმა ჟიურიმ 4 საუკეთესო გუნდი შეარჩია, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს იმიტირებული პროცესების ნახევარფინალში.
პროექტის პარტნიორები არიან: თბილისის საქალაქო სასამართლო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი.
« იხ. ყველა ანონსი