2011-12-27

პროექტის “ინტელექტუალური საკუთრება“ საზეიმო დახურვა

27 დეკემბერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროექტის „ინტელექტუალური საკუთრება“ საზეიმო დახურვა გაიმართება. დასახელდება გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებიც თბილისის საქალაქო სასამართლოში სტაჟირებას გაივლიან.

იმიტირებული სასამართლო პროცესები ინტელექტუალურ სამართალში “ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს“  პროექტს წარმოადგენს.

პროექტის პირველი გამოშვება 2009 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  თბილისის საქალაქო სასამართლოს პარტნიორობით განხორციელდა.     პროექტი 2 ეტაპად ჩატარდა. კერძოდ, პირველი ეტაპი –  ტრენინგები აგვისტოში ხოლო  8 იმიტირებული პროცესი საქალაქო სასამართლოში – ნოემბრის თვეში გაიმართა.

2011 წლის 18 ოქტომბერს ოფიციალურად გამოცხადდა პროექტის მეორე სეზონი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლოთ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს სხვადასხვა რეგიონებიდან. ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად  სულ 8 გუნდი შეარჩიეს თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. გუნდებს იმიტირებულ პროცესებამდე ტრენინგები ჩაუტარდათ.

10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პირველი იმიტირებული  პროცესი 8 გუნდისთვის.  კომპეტენტურმა ჟიურიმ 4 საუკეთესო გუნდი შეარჩია, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს  იმიტირებული პროცესების ნახევარფინალში.

პროექტის პარტნიორები არიან: თბილისის საქალაქო სასამართლო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია და  ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი.  


« იხ. ყველა ანონსი