2011-03-29

ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები სტუმრად თსუ-ში

29 მარტს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნატო შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ეწვევიან. სტუმრები თსუ-ში არსებულ ნატოს კუთხეს განაახლებენ. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში ლიტვის ელჩის იონას პასლაუსკასის სტუმრობა. სტუდენტებთან შეხვედრისას ელჩი ისაუბრებს თემაზე „ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატები და ინტეგრაციის მნიშვნელობა“. შეხვედრას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია დაესწრებიან.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი