2011-03-29
ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები სტუმრად თსუ-ში
29 მარტს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნატო შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ეწვევიან. სტუმრები თსუ-ში არსებულ ნატოს კუთხეს განაახლებენ. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში ლიტვის ელჩის
იონას პასლაუსკასის სტუმრობა. სტუდენტებთან შეხვედრისას ელჩი ისაუბრებს თემაზე „ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატები და ინტეგრაციის მნიშვნელობა“. შეხვედრას თსუ-ის რექტორი
ალექსანდრე კვიტაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ელენე ხოშტარია დაესწრებიან.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა