2014-02-18

ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ პრეზენტაცია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

18 თებერვალს, 17:00 საათზე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში  გაიმართება საქართველოს ეროვნული ბანკის პერიოდული გამოცემის, ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ პრეზენტაცია.

პრეზენტაციას დაესწრებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია, ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე, ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი მერაბ კაკულია.
მოეწყობა შეხვედრა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, დოქტორანტებთან და სტუდენტებთან.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X (მაღლივი) კორპუსი, მე-2 სართული, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი