2013-10-12
საერთაშორისო სტომატოლოგიური კონფერენცია „დენტალ თბილისობა 2013“
სტომატოლოგიაში ახალი თაობის იმპლანტებზე, თანამედროვე სტომატოლოგიის შესაძლებლობებსა და საქართველოში მათი დანერგვის პერსპექტივებსა და პრობლემებზე ისაუბრებენ
12 ოქტომბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონფერენციაზე
„დენტალ თბილისობა 2013“.
კონფერენცია უკვე მეშვიდედ ტარდება და მასზე მოხსენებებს მსოფლიოში ცნობილი პროფესორები წაიკითხავენ საქრთველოდან, ისრაელიდან, ლუქსემბურგიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიებაზე განიხილება თანამედროვე სტომატოლოგიის აქტუალური საკითხები, ახალი მიდგომები კბილის ტრავმის მკურნალობაში, ბაზალური იმპლანტაციის საფუძვლები, კარიესის პრევენციის მენეAჯმენტი, უახლესი კომპოზიტური მასალები. ასევე წარმოდგენილი იქნება მოხსენება ევროპის უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების სისტემის შესახებ და საქრთველოს ინტეგრირების პროცესი ამ სისტემაში.
ღონისძიება სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის უწყვეტი განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 307-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი