2015-11-17

მსოფლიოში უდიდესი გამომცემლობის „შპრინგერის“ სემინარი

17 ნოემბერს, 14:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის ფარგლებში, მსოფლიოში უდიდესი გამომცემლობის „შპრინგერის“ მორიგი სემინარი გაიმართება, რომელზეც დეტალურად განიხილება თუ როგორ უნდა დაიწეროს სამეცნიერო შრომები და გამოქვეყნდეს ჟურნალებში.

,,შპრინგერის  წიგნების, ჟურნალების და ინტერნეტ რესურსების უზარმაზარი ბაზით ამარაგებს მომხმარებელს. მისი ისტორია XIX საუკუნის მიწურულს დაიწყო, როცა 1842 წელს, იულიუს შპრინგერმა წიგნის პატარა მაღაზია გახსნა. დღეისთვის კი ამ საერთაშორისო ბრენდში 70 საგამომცემლო სახლია გაერთიანებული.
 
,,შპრინგერის გამომცემლობაში ნობელის პრემიის 150-ზე მეტმა ლაურეატმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია.

მისამართი: მ.ალექსიძის ქ. #1, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, მე-4 კორპუსი


« იხ. ყველა ანონსი