2016-05-26
ტარტუში საქართველოს დღეები გაიმართება
26-28 მაისს, ტარტუში (ესტონეთი) საქართველოს დღეები გაიმართება. ღონისძიება ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტარტუს უნივერსიტეტის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.
ქართული დღეები მოიცავს სხვადასხვა სახის კულტურულ-საგამანათლებლო ღონისძიებებს, და მასში მონაწილეობას ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი, ტარტუს უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიიღებენ.
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული 1 და ბმული 2.
« იხ. ყველა ანონსი