2014-11-26

“მეგობრობის ხეივანი“

26 ნოემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-7 კორპუსის ეზოში  ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით “მეგობრობის ხეივანი“ გაშენდება.

ღონისძიების ფარგლებში აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები პედაგოგებთან ერთად დარგავენ მარადმწვანე ჯიშის 40 ნერგს.  სტუდენტები მთელი წლის განმავლობაში იზრუნებენ ხეებზე და სხვადსხვა საინტერესო შეხვედრას გამართავენ.

მისამართი: ქეთევან წამებულის №55, თსუ VII კორპუსი

« იხ. ყველა ანონსი