2016-12-23

„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ მეოთხე ნომრის პრეზენტაცია

23 დეკემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ მეოთხე ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი განკუთვნილია როგორც თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთათვის, ისე სხვა ახალგაზრდა მკვლევართათვის. ჟურნალი დაეხმარება მკვლევრებს სამეცნიერო-კვლევითი უნარების დაუფლებაში და საშუალებას მისცემს ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ საზოგადოებას.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 101–ე  აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი