2018-03-28

ფრანკოფონიის დღეები თსუ-ში

28 მარტს 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტი (ფრანგული ფილოლოგიის მიმართულება) და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო, ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით, გამართავს ღონისძიებას "ვიხალისოთ ფრანგული ენით".

ფრანგული ენისა და კულტურის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სახალისო ვიქტორინაში, რომელიც ფრანგული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

მისამართი:თსუ V კორპუსი, 313-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი