2013-09-13

ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა თსუ-ში

13 სექტემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტის პირველი საჯარო განხილვა გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორებმა -  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა სტრატეგიის პირველი საჯარო განხილვა სიმბოლურად  ეკონომისტის დღეს დაამთხვიეს.

ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა გახსნის, პრეზენტაციას  საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარმოადგენს. პროექტის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ მინისტრთა კაბინეტის წევრები,  ეროვნული ბანკის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტი სამინისტროების, ექსპერტების, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით შემუშავდა. სტრატეგია საბოლოო სახეს საჯარო განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინების შემდეგ მიიღებს.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია ( ივ. ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი