2016-07-22

მონოგრაფიის "ვეფხისტყაოსნის" კვალი შექსპირის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში" პრეზენტაცია

22 ივლისს, 15:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფიის "ვეფხისტყაოსნის" კვალი შექსპირის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში" პრეზენტაცია გაიმართება.

მონოგრაფია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის-"ვეფხისტყაოსნის" კვალი შექსპირის მემკვიდრეობასა და შექსპიროლოგიურ წყაროებში-ფარგლებში მომზადდა.

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი