2012-04-03

სამეცნიერო კონფერენცია „ენა. ლიტერატურა. კულტურა. ისტორია. ფილოსოფია: ტექსტზე ორიენტირებული კვლევები“

3 აპრილს, 11.00 საათზე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება რეგიონული სამეცნიერო კონფერენცია „ენა. ლიტერატურა. კულტურა. ისტორია. ფილოსოფია: ტექსტზე ორიენტირებული კვლევები.“ კონფერენცია პროფესორ ვიოლა ფურცელაძის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებას დაესწრება თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი. სექციებში მუშაობა 3 და 4 აპრილს შედგება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ, 214-ე აუდიტორია  


« იხ. ყველა ანონსი