2013-12-19

თომა ჩაგელიშვილის მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება

19 დეკემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული კინოკლუბი  თომა ჩაგელიშვილის ორი მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის - „საბჭოური მეტამორფოზები“ და „მარქსისტები და ეროვნულობა“- ჩვენებას გამართავს. ფილმების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.  მოდერატორი: თსუ იუნესკოს კულტურის კვლევების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი ირაკლი ჩხაიძე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი