2012-05-04
თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენცია
4-5 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი სამეცნიერო კონფერენციას გამართავს. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს მედიცინის სფეროში მოღვაწე მედიკოსები წაიკითხავენ საჯარო ლექციებს საინტერესო და პრობლემურ თემებზე, სამედიცინო საიხლეებსა და პრობლემურ საკითხებზე. ამავე დროს, თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები წაიკითხავენ მოხსენებებს, რომელსაც საპატიო წევრებისაგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.კონფერენციის პირველი დღე (4 მაისი) გაიმართება თსუ პირველ კორპუსში, ხოლო მეორე დღეს (5 მაისი) სტუდენტები პროფესორებთან ერთად გაემგზავრებიან ყვარლის ტბაზე, სადაც კონფერენცია სტუდენტთა დაჯილდოვების ცერემონიალით დაიხურება.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური ორგანიზაცია „ემსა თსუ“ და თსუ სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტი. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ექიმთა ასოციაცია და საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია.
იხილეთ პროგრამა
მისამართი: 4 მაისი - ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ, აუდიტორია #06; 5 მაისი - ყვარლის ტბა (12.00-17.00 სთ)
« იხ. ყველა ანონსი