2019-10-11

საინფორმაციო შეხვედრა პირველსემესტრელ დოქტორანტებთან

17 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით სამეცნიერო ბიბლიოთეკაში  ჩატარდება  საინფორმაციო შეხვედრა პირველსემესტრელ დოქტორანტებთან. შეხვედრაზე ადმინისტრაციის წარმომადგენლები დოქტორანტებს გააცნობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
✅დოქტორანტურის საფეხურის გაცვლითი პროგრამები და გრანტები
✅სამეცნიერო ფონდები
✅თსუ-ს ელექტრონული და ბეჭდური ჟურნალები
✅სამეცნიერო კონფერენციები
✅დოქტორანტის გზა ჩარიცხვიდან დაცვამდე
✅ საბიბლიოთეკო რესურსებისა და სამეცნიერო ბაზების გამოყენება და აკადემიური წერის რესურსები
✅სტუდენტური პროექტების დაფინანსება

მის. მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N3, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი