2014-02-28
IREX-ის კონკურსი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერ პროგრამაზე
28 თებერვალს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში IREX-ის წარმომადგენლები 2014 წლის შემოდგომა/ 2015 წლის ზამთრის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერ პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო (IREX) აცხადებს შესარჩევ კონკურსს 2014 წლის შემოდგომა/ 2015 წლის ზამთრის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერ პროგრამაზე (University Administration Support Program). ანკეტების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 31 მარტი.
პროგრამის მიზანია დაეხმაროს ევრაზიისა და აფრიკის განსაზღვრულ უნივერსიტეტებს განახორციელონ რეფორმები ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კუთხით. პროგრამის მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე და საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის საშუალო და მაღალი რანგის მმართველებს გაემგზავრონ ამერიკაში რვაკვირიანი პროგრამის ფარგლებში და იმუშაონ ამერიკის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ამერიკელ კოლეგასთან ერთად კონკრეტული უნივერსიტეტის რეფორმის პროექტზე. პროგრამა არის სრულად დაფინანსებული და მას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ნიუ იორკის კარნეგის კორპორაცია.
ანკეტების ჩაბარება: საანკეტო ფორმების შევსება მიმდინარეობს ელექტრონულ სისტემაში: http://bit.ly/1kRk6IC , ხოლო დამატებითი დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: uasp@irex.org . ანკეტების ჩაბარების ბოლო ვადა ორშაბათი, 31 მარტი, 2014, 5:00 (EST დროით).
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 107
« იხ. ყველა ანონსი