2016-04-12
საჯარო ლექციების ციკლი „მაკროეკონომიკური პოლიტიკის სკანდინავიური მოდელი“
12 აპრილს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის (მე-3 და მე-4
კურსი) და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ასევე დოქტორანტებისა და
ახალგაზრდა მკვლევარებისათვის იგეგმება თავისუფალი ლექციების ციკლი თემაზე:
„მაკროეკონომიკური პოლიტიკის სკანდინავიური მოდელი (Macroeconomic Policy and the Nordic)".
ლექციების კურსს გაუძღვება ცნობილი ნორვეგიელი ეკონომისტი, ოსტფოლდის უნივერსიტეტის პროფესორი, დანუთა ტომჟაკი (Danuta A. Tomczak, PhD). ლექციები გაგრძელდება 15 აპრილის ჩათვლით, ყოველ დღე 2 აკადემიური საათი (ჯამში 8 საათი).
კურსის დასასრულს მონაწილე სტუდენტებზე გაიცემა სერტიფიკატები. კურსზე რეგისტრაცია გაიმართება ადგილზე.
სამუშაო ენა ინგლისური.
მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 2, თსუ მაღლივი კორპუსი, 206-ე აუდიტორია