2014-11-24

სტუდენტთა IV ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

24 ნოემბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ, სტუდენტები და პროფესორები დაესწრებიან.

კონფერენცია პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავს ეძღვნება. მისი ორგანიზატორები არიან თსუ, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი