2014-01-13

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის

13 იანვარს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის თანახმად, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები შეისწავლიან ინგლისურენოვან და რუსულენოვან სამხედრო ტერმინებს და შეიმუშავებენ ქართულ შესატყვისებს. ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები შესაბამის ტერმინთა ჩამონათვალით უზრუნველყოფენ ელექტრონული ლექსიკონის  (სამხედრო ტერმინთა განმარტების) შედგენას.

მისამართი: გენერალ კვინიტაძის ქ. №20, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

« იხ. ყველა ანონსი