2013-12-03

პროფესორ თედო უთურგაიძის წიგნის პრეზენტაცია

3 დეკემბერს, 13.00  საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება პროფესორ თედო უთურგაიძის წიგნის  „ქართული ენის ისტორიული გრამატიკის მორფონოლოგიური და მორფოსინტაქსური ასპექტები” პრეზენტაცია და პროფესორ თედო უთურგაიძეს გადაეცემა ივანე ჯავახიშვილის მედალი.

მისამართი: ი.ჭავავაძის გამზ. N13, თსუ მე-8 კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი