2011-03-17

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის

17 მარტს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია სამართლებრივი (შედარებითი) კვლევების, სამართლის პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ. მხარეები ერთობლივი ძალისხმევით იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ჩამოაყალიბებენ იურიდიულ კლინიკას, განახორციელებენ მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს. მემორანდუმს ხელს მოაწერენ თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნინო ბერუაშვილი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ მეორე კორპუსი, პირველი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი