2015-11-20

ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გამოფენა - “საოჯახო ალბომი”

20 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი,  აწყობს გამოფენას “ საოჯახო ალბომი”, რომელიც დაფინანსებულია კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” მცირე გრანტის ფარგლებში.  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძველი საოჯახო ფოტოები ცხინვალში გადაღებული ქართველი და ოსი ინტელიგენციის წარმომადგენლების ფოტოალბომებიდან, ასევე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ამჟამინდელი ფოტოები.

გამოფენაზე მოწვეულები იქნებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები,  დოქტორანტები, მაგისტრანტები, სტუდენტები, სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. 

მისამართი: თსუ, მეშვიდე კორპუსი, ქ. წამებულის ქ. #55 
« იხ. ყველა ანონსი