2012-04-02

ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორის ავრაჰამ ბენ ზევის საჯარო ლექცია

2 აპრილს, 15:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორი, წიგნის “ტრუმენიდან ობამამდე” ავტორი ავრაჰამ ბენ ზევი  წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “აშშ-ის უცხოური პოლიტიკა ზოგადად და კონკრეტულად შუა აზიაში.”

ლექცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ისრაელის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.

მის.: ი.ჭავჭავაძის №1; თსუ I კორპუსი; ივ.ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი