2012-12-21

ფოტოგამოფენა „საგანძური“ თსუ-ში

21 დეკემბერს, 14.00 საათზე ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში  ფოტოგამოფენა „საგანძური“ გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ქრისტიანული ხელოვნების 40 ნიმუშის ნატურალური ზომების დაცვით შესრულებული მაღალმხატვრული ფოტო-ვერსია. სპეციალურად ექსპოზიციისთვის შემუშავებულია საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა ყველა ასაკის დამთვალიერებლისათვის, მომზადებულია მეთოდური, ვიზუალური და თემატური მასალები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, თსუ მუზეუმი


« იხ. ყველა ანონსი