2015-12-15

შეხვედრა „თბილისის მეწარმეობის ცენტრის“ დირექტორთან

15 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის მოწვევით სტუდენტებს შეხვდება „თბილისის მეწარმეობის ცენტრის“ დირექტორი ბატონი ალექსანდრე მარგიშვილი, რომელიც გააცნობს ინფორმაციას მიმდინარე პროექტების შესახებ:

ა) ხალხური რეწვის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) შემომყვანი ტურიზმის განვითარება;
დ) სპორტულ გამაჯანსაღებელი მიმართულების განვითარება.

დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტებს შეეძლებათ მიიღონ კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვონ დაფინანსება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი