2013-10-03

სტუდენტური თეატრის სპექტაკლის "მხიარული ნოველების" პრემიერა

3 ოქტომბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს სტუდენტური თეატრის "სხვენის" სპექტაკლის "მხიარული ნოველების" პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში გამოყენებულია პანტომიმის ელემენტები. თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი (გოგი) გომურაშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ როგორც თსუ-ს სტუდენტები, ასევე მოწვეული მსახიობები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის
№1 , თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი