2015-04-29
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და შსს-ს შორის
29 აპრილს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი მოაწერენ ხელს.
მემორანდუმის თანახმად, თსუ და საქართველოს შინაგან სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გამოხატავს ორმხრივ ინტერესს სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობაზე; შეიმუშავებენ სასწავლო კურსებს სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე, მოამზადებენ სასწავლო პროგრამებს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, რეაგირების მოთხოვნების და უსაფრთხოების სწავლების უზრუნველყოფის მიზნით; სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი, საინფორმაციო თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ითანამშრომლებენ შესაბამის პერსონალთან, აღმოუჩენენ მხარდაჭრას და განახორციელებენ შესაბამის აქტივობებს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი
« იხ. ყველა ანონსი