2014-04-12

კონფერენცია -„ხელოვნური ორგანოები თანამედროვე ქირურგიაში: გამოყენების სფეროები, პერსპექტივა”

12 აპრილს თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის დაბადების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

11.00 საათზე ფიქრის გორაზე (ჭიაურელის ქ. 19) ნინო ჯავახიშვილის მემორიული დაფა გაიხსნება.

12.30 საათზე  აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის დაბადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია „ხელოვნური ორგანოები თანამედროვე ქირურგიაში: გამოყენების სფეროები, პერსპექტივა” გაიმართება.

კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის – ”ხელოვნური სისხლმიმოქცევის პორტატული აპარატის ექსპერიმენტული შემუშავება საველე პირობებში გამოყენებისთვის” ფარგლებში ჩატარდება. აღნიშნული პროექტი გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსის გამარჯვებულია.

კონფერენციაზე გაიმართება დისკუსა და მრგვალი მაგიდა, რომელზეც გაკეთდება მოხსენებები ხელოვნური ორგანოების ქირურგიულ პრაქტიკაში გამოყენებისა და კლინიკურ–მორფოლოგიური ასპექტების შესახებ.


მისამართი: ჭიაურელის ქ.№2, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, სააქტო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი