2014-12-24

74-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება

24 დეკემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა 74-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან.

კონფერენციისთვის უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე ჩამოყალიბდა ოცდათოთხმეტი დარგობრივი სექცია, შემუშავდა კონფერენციის სამუშაო განრიგი. ჟიურის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც. დარგის წარმომადგენელ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, თითოეული სექციის კომისიის შემადგენლობაში შედიოდა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების რამდენიმე წევრი. კონფერენციაში სულ 367 სტუდენტი მონაწილეობდა.

74-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის საკონკურსო ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო სტუდენტური ნაშრომები გამოიცემა. კონფერენციაში გამარჯვებული სრუდენტები დაჯილდოვდებიან საპატიო დიპლომებით.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი