2011-02-25

ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა

25 თებერვალს, 11.00 საათზე ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ფოიეში საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ოკუპაციის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნება. გამოფენის ორგანიზატორია თსუ-ის მუზეუმი. წარმოდგენილი იქნება კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში წარმოებული ბრძოლის და უნივერსიტეტის წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიების ამსახველი მასალები.
« იხ. ყველა ანონსი