2010-09-28

"თსუ-გორდელა"

28 სექტემბერს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოგონათა ქართული ტრადიციული მუსიკის ანსამბლი "თსუ-გორდელა" კონცერტს გამართავს. ანსამბლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წელს თამაზ მამალაძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. ანსამბლში გაერთიანებულია თსუ–ს სხვადასხვა ფაკულტეტის 9 სტუდენტი გოგონა, რომლებიც მრავალხმიან ქართულ სიმღერებს ხალხური საკრავების თანხლებით ასრულებენ. „თსუ–გორდელა“ მრავალი ფესტივალის ლაურეატია.


მის.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  VIII კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი