2015-04-16

აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის იუბილე თსუ-ში

16 აპრილს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის საპატიო პრეზიდენტის, თსუ პროფესორისა და რექტორის მრჩევლის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, თსუ აკადემიური საბჭოს წევრები, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან. 

საღამოზე დაგეგმილია დოკუმენტური ფილმის - ,,თამაზ გამყრელიძე - მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მოღვაწეობის ნაცნობი და უცნობი მხარეები” (ავტორი: ნინო კაკულია) ჩვენება და უნივერსიტეტის სტამბის მიერ გამოცემული წიგნის - ,,თამაზ გამყრელიძე - რჩეული წერილები და გამოსვლები” პრეზენტაცია.


მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი