2010-10-27
თსუ-ს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი საქართველოს საკითხებში კრისტიან მური ეწვევა
27 ოქტომბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი საქართველოს საკითხებში კრისტიან მური ეწვევა. ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური მრჩეველი ერიკ ჰოლმგრენი და უიტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯ ჰადსონი მიიღებენ. მომხსენებლები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების წინაშე საჯარო ლექციით: “შუალედური არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში” წარსდგებიან.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა