2011-04-08

ზაარლანდის უნივერსიტეტის დოქტორის, ქალბატონ ელიზაბეტ ვენორის სალექციო კურსი თსუ–ში

2011 წლის 16 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის ფარგლებში, ზაარლანდის უნივერსიტეტის დოქტორი, ელიზაბეტ ვენორი თსუ გერმანული ფილოლოგიისა და გერმანულის, როგორც უცხო ენის მიმართულების დოქტორანტების, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის წაიკითხავს სალექციო კურსს.
თემატიკა:
– გერმანული ენის სწავლების მეთოდიკა–დიდაქტიკა (თანამედროვე მეთოდები) (დოქტორანტებისთვის); – აკადემიური წერა (ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის) – სემინარის დაგეგმვა და საპრეზენტაციო უნარები (მაგისტრატურის სტუდენტებისათვის).

შენიშვნა:
სემინარზე: „აკადემიური წერა“ დასწრება შეუძლიათ ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

სამუშაო ენა: გერმანული

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2011 წლის 16 მარტს, 11 საათზე.

მისამართი: თსუ II კორპუსი, აზერბაიჯანის ოთახი (258), (მარჯვენა ფლიგელი, II სართული).

საკონტაქტო პირი: ნანა შეითნიშვილი (ტელ.: 25 02 12)
« იხ. ყველა ანონსი