2012-10-30

დისკუსია - „ლიტერატურა კინემატოგრაფში“

30 ოქტომბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი აწყობს დისკუსიას თემაზე „ლიტერატურა კინემატოგრაფში“. ნაჩვენები იქნება ირაკლი ლომოურის მოთხრობის მიხედვით გადაღებული სატელევიზიო მხატვრული ფილმი „უსუი“.
ფილმის რეჟისორია მერაბ კოკოჩაშვილი, ხოლო მთავარ როლს ასრულებს ლევან წულაძე.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც წარუძღვებიან ირაკლი ლომოური და მერაბ კოკოჩაშვილი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი