2015-10-01

ლარის შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია

1 ოქტომბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლარის შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართება.

ღონისძიებაზე თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა მოხსენებას "პოსტსაბჭოთა საქართველოს ეროვნული ვალუტა: წარმატებული რეფორმის და ლარის წინააღმდეგ ბრძოლის ოცი წელი" წაიკითხავს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი