2015-03-05

სამეცნიერო გამოკვლევის: „მიგრაცია და ლიტერატურა“ პრეზენტაცია

5 მარტს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ნინო პოპიაშვილი გამართავს სამეცნიერო გამოკვლევის: „მიგრაცია და ლიტერატურა“ პრეზენტაციას.

პრეზენტაცია მომზადებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №07

« იხ. ყველა ანონსი