2010-11-29

პოლონელი მწერლის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო თსუ-ში

29 ნოემბერს, 16.45 სთ-ზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი პოლონელი მწერლისა და რეპორტიორის, ნობელის პრემიის ორგზის ნომინანტის რიშარდ კაპუშცინსკის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორებია: პოლონეთის საელჩო საქართველოში, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის კავკასიის ცენტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მისამართი:  ი. ჭავჭავაძის 3, თსუ-ის მეორე კორპუსი, პირველი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა.
« იხ. ყველა ანონსი